საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    თანამშრომლობა დორტმუნდის, ბილეფელდისა და ბაქოს უნივერსიტეტებთან

    თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი, გიორგი დგებუაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ბაქოში დორტმუნდისა და ბილეფელდის უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - „ინსტიტუციური ცვლილებებისა და სოციალური პრაქტიკის ურთიერთდაკავშირება ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში“ - მონაწილეობის მისაღებად.

     

    კონფერენცია გაიმართა ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერითა და აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიასთან თანამშრომლობით, პოსტსადოქტორო სასტიპენდიო პროგრამის - „ინსტიტუციური ცვლილებები და სოციალური პრაქტიკა, ცენტრალური აზიისა და კავკასიის პოლიტიკური სისტემის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევები“ - ფარგლებში, პროფესორ, სამართლის დოქტორ ქრისტოფ შუკისა (დორტმუნდის უნივერსიტეტი) და პროფესორ, სამართლის დოქტორ ანდრეას ვასილახეს (ბილეფელდის უნივერსიტეტი) ხელმძღვანელობით.

     

    კონფერენციის ფარგლებში ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი დგებუაძემ წარადგინა მოხსენება თემაზე „საერთაშორისო სისხლის სამართლის როლი გლობალიზაციისა და რეგიონალიზაციის დროს - არსებული გამოწვევები და იურისპრუდენციული პერსპექტივები“ და გამართა სამეცნიერო დისკუსია კავკასიის, ცენტრალური აზიისა და გერმანიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს საერთო თანამშრომლობის მიმართულებები, კვლევის გაგრძელების სამომავლო შესაძლებლობები. ასევე, დაიგეგმა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის უფრო მეტად განვითარება, გაღრმავება და საერთაშორისო პროექტებში ერთობლივად მონაწილეობის მიღება.

    თარიღი: 18/09/2023